უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებს

უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებს

უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებსუკრაინა ევროკავშირიდან 40 მილიონი კუბამეტრი გაზის იმპორტს დაიწყებს დღეში 31,5 მილიონის ნაცვლად – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. უკრაინელები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს უკვე შესაძლებელია მათთვის საჭირო ოდენობის გაზის 60%-ის მომარაგების უზრუნველყოფა მოხერხდეს.
ექსპერტები სხვადასხვანაირად აფასებენ ამ შესაძლებლობას.
რეიტერთან ინტერვიუში „ნეფტგაზის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოლობოვი ამბობს, რომ უკრაინა უკვე მიმდინარე წელს საჭირო ტექნიკურ მომზადებას დაასრულებს. მისი თქმით, უკრაინას რამდენიმე წელიწადში რუსეთიდან გაზის შესყიდვა მესამედი წილით შეუძლია შეამციროს.
2014 წელს უკრაინამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
ექსპერტები უკრაინის შესაძლებლობას, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი მკვეთრად შეამციროს, არაერთგვაროვნად უყურებენ.

banner
წინა სტატიაშიPayPal-მა ყირიმში მომსახურება შეაჩერა
შემდეგი სტატიასიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშე