უკრაინა დონბასის ომის დროს აფრიკას ტანკებით ამარაგებდა

უკრაინა დონბასის ომის დროს აფრიკას ტანკებით ამარაგებდა

უკრაინა დონბასის ომის დროს აფრიკას ტანკებით ამარაგებდა2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უკრაინა უცხოელ დამკვეთებს სამხედრო თვითმფრინავებს, ტამკებს, ბრონირებულ ტექნიკას და შუშის იარაღს აწვდიდა.
სამხედრო ექსპორტის შესახებ მონაცემები სახელმწიფო ექსპორტის კონტროლის სამსახურმა გამოაქვეყნა. ინფორმაცია გაეროსთვის არის განკუთვნილი.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკრაინამ ეთიოპია და ნიგერია 11 და 12 T-72 ტანკით მოამარაგა, რომელიც ლვოვის ქარხანაში შეკეთდა.

ქვეყნის იარაღის საექსპორტო ჩამონათვალშია ბეტეერები (ერთი გაიგზავნება აშშ-ში), 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცები, ავია-გამანადგურებლები, ვეტმფრენები, მცირე ზომის სადაზვერვო გემი, სარაკეტო მოწყობილობები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, შუშის იარაღი, ავტომატები (მათ შორის საქართველოში 100 ცალი).

სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით 2014 წელს უკრაინის სამხედრო ტექნიკის ექსპორტმა 664 მილიონი დოლარი შეადგინა. 2013 წელს – 708 მილიონი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაპარლამენტში სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო