უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო გზები ჩაკეტა

უკრაინა საკუთარ საჰაერო გზებს რუსი სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც სირიაში მიფრინავენ, ხურავს – ამის შეასხებ დღეს ქვეყნის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა.

“დღეს ჩემს მიერ გაცემული განკარგულების თანახმად, სირიაში გადასაფრენი თვითმფრინავების კონტროლი იზრდება. ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაიმის საჰაერო საზღვარი სრულიად დახურულია, ნეიტრალურ წყლებზე საჰაერო სივრცე კი განსაკუთრებული სახით კონტროლდება” – განაცხადა იაცენიუკმა ბრატისლავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
სამშაბათს ბულგარეთმა რუსეთის სირიისკენ მიმავალ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუკეტა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრრმა დანიელ მიტოვმა განაცხადა, რომ რუსულ თვითმფრინავებს კორიდორი იმ შემთხვევაში გაეხსნებათ, თუკი ისინი ბულგარეთის ტერიტორიაზე დაჯდომას განახორციელებენ და ამასთანავე, ბულგარელებს უფლება მიეცემათ თვითმფრინავი შეამოწმონ: ხელისუფლებას სურს დარწმუნდეს, რომ სირიაში ნამდვილად მიდის ჰუმანიტარული ტვირთი და არა სამხედრო იარაღი.

რუსეთის მიერ სირიაში გადასროლილი სამხედრო ტექნიკის შესახებ მსოფლიო მედია წერს. რუსეთის საგარეო უწყება არ მალავს იმ ფაქტს, რომ ასადის რეჟიმს იარაღით ამარაგებს, მაგრამ აცხადებს, რომ დამასკსა და მოსკოვს შორის აღნინულ საკითხზე ხელშეკრულება არსებობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ხელშეკრულების თანახმად მოქმედებს და მას არ დაურღვევია არც ერთი საერთაშორისო კანონი. მათივე განცხადებით, რუსეთი ირანსაც ამარაგებს იარაღით.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიის ასამბლეამ ასისტირებული სუიციდი დააკანონა
შემდეგი სტატიააგვისტოს თვეში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა