აგვისტოს თვეში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 104,4 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს.

მათ შორის, აგვისტოს თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,4 ათასიტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 63,9 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი -28,3 ათასი ტონა ანუ 70,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 11,6 ათასი ტონა ანუ 28,7%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,5 ათასი ტონა ანუ 1,3%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის აგვისტოს თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 22,7 ათასი ტონა ანუ 35,5%, L-62 დიზელის საწვავი – 41,1 ათასი ტონა ანუ 64,3%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 34,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,0%-სშეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 29,6 ათასი ტონა-28,4%; ბულგარეთი – 14,0 ათასი ტონა- 13,4%; თურქმენეთი – 12,9 ათასი ტონა- 12,4%, რუსეთი – 9,9 ათასი ტონა- 9,5%; საბერძნეთი – 3,9ათასი ტონა – 3,7%.

ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავინდებურად ზრდას განაგრძობს. ეს ზრდა ფიქსირდება არამარტო წინა თვესთან შედარებით არამედ გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებითაც. უნდა ითქვას, რომ ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებით აგვისტო ეს არის ყოველთვის საწვავის მოხმარების პიკი, რადგან ზაფხულის პერიოდი დაკავშირებულია შვებულებებისა და დასვენების პერიოდთან რა დროსაც განსაკუთრებულად აქტიურია სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. იმპორტის ზრდა ეს ნიშნავს მოხმარების ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო გზები ჩაკეტა
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: რუსეთი სირიაში კონტრაქტის მიხედვით აგზავნის ტექნიკას