კალიფორნიის ასამბლეამ ასისტირებული სუიციდი დააკანონა

კალიფორნიის ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც სასიკვდილოდ დაავდებულ პაციენტებს უფლებას აძლევს თავი მოიკლან.

დოკუმენტი შტატის სენატმა უნდა დაამტკიცოს. კანონპროექტი ნაწილობრივ სასიკვდილოდ დაავადებული ქალბატონის ბრიტანი მეინარდის გამო იყო ინიცირებული, რომელიც იძულებული გახდა თვითმკვლელობისთვის ორეგონის შტატში წასულიყო.
მინიმუმ 20-მა ამერიკულმა შტატმა შეიმუშავა ექიმის ასისტირებული სუიციდის შესახებ კანონპროექტი, თუმცა, ვერც ერთი მთგანი ვერ გახდა კანონი.

კალიფორნიის გუბერნატორს ჯერი ბრაუნს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი დოკუმენტზე.
დოკუმენტის წინააღმდეგ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები გამოდიან და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ღმერთის ნების წინააღმდეგ არის მიმართული.

ასისტირებული სუიციდის დროს პაციენტი თვითონ იღებს სასიკვდილო პრეპარატს. ევთანაზიის დროს კი პრეპარატი სხეულში ექიმს შეყავს. ევთანაზია აშშ-ში აკრძალულია.
ასისტირებული სუიციდი ნებადართულია ორეგონის, მონტანას, ვაშინგტონის და ვერმონტის შტატებში.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობა იაპონიაში: 90 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო გზები ჩაკეტა