რამდენიმე საათის წინ 16 წლის თემურ ფიფია ქვემო მაზანდარის საჯარო სკოლის მინი სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
რამ გამოიწვია მოზარდის გარდაცვალება ამას ექსპერტიზა დაადგენს. ამ დროისთვის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ თემურ ფიფიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა.