უზნეოები რომ ზნეობაზე მიგვანიშნებენ, რა თქმა უნდა საზოგადოების აღშფოთებას აქ ვიზიარებ

რაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?

ერთი მაინც დაასახელოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომ მათ ჰქონდათ და ჩვენ გაგვიუარესდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “საზოგადოება 2030”-ის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “კვირის 2030”-ში განაცხადა.
მისი თქმით, ის, თუ დღეს გაუარესდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს მთელ ევროპას და მსოფლიოს გაუუარესდა და საქართველო ამას ვერ აცდებოდა. “ის, რომ დევალვაცია განიცადა რეგიონში ყველა ვალუტამ და ლარიც ამას დაექვემდებარა, რა თქმა უნდა სამწუხაროა, ბიზნესის გარკვეული ნაწილი დაზარალდა, მაგრამ ეს არ იყო ხელისუფლების ბრალი. ისინი თავის თავზე ზრუნავდნენ და გაოცებულები არიან, რომ დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე ზრუნავს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ის გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” იმ შეფასებას, რომ მთავრობა უნიათოა და განაცხადა, რომ “ნაციონალების” აზრით უნიათოა ხელისუფლება, რომელიც არ ატყუებს ხალხს.
“უზნეოები რომ ზნეობაზე მიგვანიშნებენ, რა თქმა უნდა საზოგადოების აღშფოთებას აქ ვიზიარებ. უამრავ უზნეობებს სჩადიოდნენ, ყველაფერს პარავდნენ და ართმევდნენ ხალხს, ხალხის ხმებსაც იპარავდნენ და ეს იყო ძლიერი მთავრობა სააკაშვილის. ძლიერი მთავრობა იყო, როდესაც ციხეები გაავსო. ჩვენ ამას დღეს არ ვაკეთებთ და უნიათოები ვართ. პარლამენტარები, დღეს რომ დემონსტრაციები მოგვიწყვეს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ, უნიათობაზე მიანიშნებდნენ, აქ იყო უმრავლესობა იმ პარლამენტიდან, ვინც ერთ დღეში შეცვალა კანონმდებლობა, რომ გირგვლიანის მკვლელებისთვის შეემსუბუქებინა და მოეხსნა დანაშაული. აი, როგორი ძლიერები იყვნენ.
ეს უზნეო გუნდი გამოდის დღეს და ცდილობს ზნეობა გვასწავლოს. ეს შეუარცხმყოფელია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ჩვენ უნდა შემნათ ის პირობები, რომ უზნეობის ადგილი აღარ დარჩეს”, -განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საოცრებას საქართველოს ხელისუფლება ვერ მოახდენს, მაგრამ საოცრებაა ის, რომ პირობები თუ ცუდია ყველასთვის, იმ პირობებში შენ სხვაზე უკეთესი გაქვს.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა