ტრამპი სექსისტური კომენტარების გამო მკაცრად გააკრიტიკეს

აშშ-ს კონსერვატიულმა პარტიამ დონალდ ტრამპი გამომსვლელების სიიდან ამოშალა და განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოვლად მიუღებელია.
ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, რომ Fox News-ის ჟურნალისტს მეგინ კელლის, რომელიც მას ცხარე შეკითხვეს აძლევდა, მენსტრუაცია ქონდა.
ტელედებატების დროს ჟურნალისტმა ტრამპს მის მიერ გაკეთებული სექსისტური განცხადებების და ქალებზე ხუმრობის შესახებ კითხა, რომელიც არა ერთხელ გაისმის ტრამპის გამოსვლებში.
პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ტელე-ეთერში მან თქვა, რომ ჟურნალისტს «თვალები სისხლით აევსო. სისხლი გამოსდიოდა ყველა მხრიდან».
როგორც რესპუბლიკელის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, «მხოლოდ იდიოტი» იფიქრებს, რომ ტრამპი სხვა რამეს გულისხმობდა.
სოციალური გამოკითხვებით, რესპუბლიკელებს შორის ტრამპი ლიდერია. ხუთშაბათს გამართულ ტელედებატებზე, სადაც 10 საპრეზიდენტო კანდიდატი ღებულობდა მონაწილეობას რესპუბლიკელებიდან, ტრამპმა გაიმარჯვა. გადაცემას რეკორდული მაყურებელი ყავდა – 24 მილიონი.
გადაცემის დასაწყისში კელლიმ ტრამპს შეახსენა, რომ მან ქალებს ძაღლები, ღორები და საზიზღარი საქონლები უწოდა. ტრამპმა შეკითხვაზე უპასუხა, რომ ის მხოლოდ ტელეწამყვან როუზი ო’დონელს ეხებოდა – «მე ტოტალური პოლიტკორექტულობისთვის დრო არ მაქვს» – დაამატა ტრამპმა.
გადაცემის შემდეგ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ კელი უბრალოდ თავს ესხმოდა შეკითხვებით და ეს არც თუ ისე კარგი და არც თუ ისე პროფესიონალური იყო.
რესპუბლიკელმა ჟურნალისტზე საუბარი მეორე დღესაც სიენენის ეთერში განაგრძო. მან თქვა, რომ «ფურთხის ღირსადაც არ ჩაუთვლია» კელლი, როცა სისხლზე რეამრკი გააკეთა.
კონსერვატიული პარტიის მნიშვნელოვანი ფორუმის ორგანიზატორებმა, რომელიც ატლანტაში გაიმართა, ტრამპი გამომსვლელებიდან მოხსნეს.
«მე არ მინდა სცენაზე გამოვიდეს ვინმე, რომელიც ქალის მიერ დასმულ მძაფრ შეკითხვაზე პირველ რიგში იმაზე ფიქრობს, რომ მას ჰორმონალური პრობლემები აქვს» – განაცხადა ფორუმის ორგანიზატორმა ერიკ ერიკსონმა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის მაგივრად ორგანიზატორებმა კელის შესთავაზეს გამოსვლა, თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი ჟურნალისტი გამოვა თუ არა ფორუმზე.
ტრამპის მაღალ რეიტინგზე პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ადრე თუ გვიან რესპუბლიკელების ამომრჩევლებს ტრამპის იმედები გაუცრუვდებათ და ის კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

banner
წინა სტატიაში10 აგვსიტოს თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება
შემდეგი სტატიასააკაშვილს უკრაინაში «ახალი აბრეშუმის გზის» მშენებლობას იწყებს