სააკაშვილს უკრაინაში «ახალი აბრეშუმის გზის» მშენებლობას იწყებს

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

უკრაინის ოდესის მხარის ახალი ადმინისტრატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტვირთის შემოტანას რუსეთის გარეშე გეგმავს – ამის შესახებ მან «მე-5 არხის» ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ამ გეგმის რეალიზებისთვის აუცილებელია გზების და ხიდების მშენებლობა. «ახალი აბრეშუმის გზის» გაჭრა ილიჩევკას პორტიდან იგეგმება, რომელიც ტვირთის ჩამოტანის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
“რეალურად ლოჯისტიკა რუსეთის გავლით 30 დღეს იკავებს, ილიჩევსკიდან მაქსიმუმ 9 დღე დასჭირდება. ყველაფერი აშენებულია უკვე” – თქვა მან და დაამატა, რომ გეგმას ახალი გზები და ხიდები დასჭირდება, რომელზეც უკვე მუშაობენ.
როგორც «უკრაინსკაია პრავდა» წერს, «ახალი აბრეშუმის გზა» ჩინეთის მთავრობის პროექტია. მათ ადრე განაცხადეს მზაობა და თანხმობა ყველა იმ ობიექტის ინვესტირება მოეხდინათ, რომელიც საჭიროა ამ პროექტის განსახორციელებლად.

banner
წინა სტატიაშიტრამპი სექსისტური კომენტარების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
შემდეგი სტატია«არავინ პუტინის გარდა»