სტიქიის დროს დაკარგული ერთი პირი სახლში დაბრუნდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, დაკარგულთა სიიდან, რომლის რაოდენობა ექვსს შეადგენდა, ერთი მოაკლდა და ივანე გელაშვილი ამ სიაში აღარ არის. რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საბჭოში აცხადეებნ, მასზე მეტი ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვთ.

უკანასკნელი მონაცემებით ექსპერტიზა დასრულდა და იდენტიფიცირებულია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 17 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია 3 მლნ ევროსთან ერთად, საქართველოს 0,4 მლნ ევროს ჰუმანიტარული დახმარებითაც უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიამაშველს, ზურაბ მუზაშვილს დაღუპვამდე შვიდი ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი