ევროკომისია 3 მლნ ევროსთან ერთად, საქართველოს 0,4 მლნ ევროს ჰუმანიტარული დახმარებითაც უზრუნველყოფს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

თბილისში მომხდარ ძლიერ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების დასახმარებლად დამატებით თანხებს გამოყოფს, წყალდიდობის შედეგად შექმნილი გადაუდებელი შედეგების დაძლევაში.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი იქნება 3 მილიონ ევრომდე ოდენობის დახმარება. ეს თანხა უშუალოდ საბიუჯეტო დახმარების სახით იქნება გამოყოფილი. “მწუხარებას გამოვთქვამთ ამ დამანგრეველი წყალდიდობის მსხვეპლთა გამო. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, დაეხმაროს თბილისში დაზარალებულ ოჯახებს მათი სახლების აღდგენასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სტიქიით დაზარალებულებს და ეს დახმარება ამის გამოხატულებაა”, განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა. ევროკომისია ასევე უზრუნველყოფს 400 000 ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს წითელ ჯვარსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაზარალებულებისათვის დახმარების, მათ შორის საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთების, საბნებისა და სამზარეულო კომპლექტების, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საშუალებების და სამედიცინო დახმარების მიწოდებაში.

“თბილისში წყალდიდობამ უამრავი ოჯახი დააზარალა. ეს ჰუმანიტარული დახმარება მიმართული იქნება მათი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მისი მიზანია, დავეხმაროთ მათ საგანგებო მდგომარეობის ამ საწყოს ეტაპზე”- აღნიშნა ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისის მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისმა.

banner
წინა სტატიაშიმე-11 კლასელების საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასტიქიის დროს დაკარგული ერთი პირი სახლში დაბრუნდა