სტამბულის პროკურატურამ გაზეთ „ჯუმხურიეტ“-ზე საქმე აღძრა

სტამბულის პროკურატურამ გაზეთ „ჯუმხურიეტ“-ზე საქმე აღძრა

სტამბულის პროკურატურამ გაზეთ „ჯუმხურიეტ“-ზე საქმე აღძრასტამბულის პროკურატურამ გაზეთ „ჯუმხურიეტ“-ზე საქმე მას შემდეგ აღძრა,
რაც გაზეთმა Charlie Hebdo-ს კარიკატურების ფრაგმენტები გადმობეჭდა. გაზეთმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გამოსული პირველივე ნომრის პირველი ნაწილი დაბეჭდა.
„საზოგადოებაში მტრობის გაღვივების“ მცდელობის ბრალდებით საქმე სტამბულში საპროტესტო აქციების ფონზე გაზეთის გამოსვლისთანავე აღიძრა.
გაზეთი „ჯუმხურიეტ“, რომელიც ათათურქის პრინციპების ერთგულია, ფრანგული გაზეთის სრული ვერსიის დაბეჭდვას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურის დაბეჭდვისგან თავი შეკავა.

banner
წინა სტატიაში“ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია
შემდეგი სტატიასაფრანგეთიის პრეზიდენტმა ყველა რელიგიის დაცვის პირობა დადო