სამართალდამცველებმა “სოკარის” გაზგასამართ სადგურზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს. თავდასხმა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე პირმა ობიექტის მენეჯერი და ერთ-ერთი ოპერატორი დანით ფეხის არეში დაჭრა. მომხდარის მიზეზები უცნობია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავამდყოფოში გადაიყვანა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.