სიღნაღში 16 ათასზე მეტი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს

სამართალდამცველებმა კახეთში 16 ათასზე მეტი საბრძოლო ვაზნა და არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. ჩხრეკა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ერთ-ერთი მოქალაქის სახლსა და დამხმარე სათავსოში ჩატარდა.

ექპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული საბჭო სენაკშია
შემდეგი სტატიასკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება