ანტიკორუფციული საბჭო სენაკშია

სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა. პარტიის ლიდერების განმარტებით, რაიონის გამგებელი გოჩა დგებუაძე და მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი კორუფციაში არიან ჩართული, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს პარტიის წევრებმა მისაბიშვილის და დგებუაძის საწინააღმდეგო ბანერიც გააკრეს. “ეს ადამიანები ხალხის ფულს ჭამენ და ამის შესახებ სენაკის საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – აცხადებენ ოპოზიციონერები. ამასთან, პარტიის წევრები გამგებელს ხალხის მობილიზებაში და დაპირისპირების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. გამგებელი ყველა ბრალდებას უარყოფს, პროვოკაციებს კი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ელის.

11257704_846461872057160_1996026400_n11210185_846461862057161_444691635_n11251653_846461868723827_709160761_n

 

 

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი მთავრობას გლოვის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასიღნაღში 16 ათასზე მეტი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს