საგამოძიებო სამსახურმა აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი მალხაზ ბოლქვაძე დააკავა.
როგორც “თაიმერს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ქ. ბათუმამდე ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება
შემდეგი სტატიაბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს