პოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვა , – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრთა შეთანხმებით, პოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს.
როგორც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნეს, პოლონეთის რესპუბლიკა კიდევ უფრო გააფართოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითრებას და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით შესთავაზებს ინგლისური ენის კურსებს, რაც ქართულ ჯარს უფრო თავსებადს გახდის ნატო-ს სტანდარტებთან.

banner
წინა სტატიაშიგამოცემა China Daily-ში ირაკლი ღარიბაშვილის წერილი გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა