ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთს გულის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს – დანით. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ორივე მთაგანს ავტომობილიდან ესროლეს.
როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განუცხადა, ბენზეს დასახლებაში სხვა გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის დახმარება სთხოვეს.
“გამოძახება შემოვიდა გვიან ღამით. ბრიგადა მივიდა ბენზეს დასახლებაში, ეძებდნენ კორპუსს, რა დროსაც მათ ხელი დაუქნია რამდენიმე ადამიანმა და დახმარება სთხოვეს. 28 წლის მამაკაცს გულში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ბრიგადა თავისთავად აღარ მისულა იმ გამოძახებაზე, მათ დაჭრილი მამაკაცი ჩასვეს მანქანაში და, დახმარების აღმოჩენის პარალელურად, გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. რამდენადაც ვიცი, საავადმყოფოში გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ბენზეს დასახლებაში გამოძახებაზე სასწრაფო დახამრების მეორე ბრიგადა წავიდა”, – აღნიშნა ბადრი პაქსაძემ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მყოფებმა საკუთარი ავტომობილით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი დანით იყო დაჭრილი და ადგილი ჰქონდა კლინიკურ სიკვდილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე განზრახ მკვლელობისდა 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
მოკლულებიდან ერთი 25-ის, მეორე კი 28 წლის იყო.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა