რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამავე ქალაქში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. აღმოჩნდა.

გამოძიების ინფორმაციით გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას”
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსს აცხადებს