“რიყის ეპიზოდი იყო პროკურატურის მიერ შეთხზული” – უგულავას ადვოკატების პასუხი პროკურატურას

“რიყის ეპიზოდი იყო პროკურატურის მიერ შეთხზული,” – ასე ეხმაურებიან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას უფლებადამცველები საქართველოს პროკურატურის განცხადებას.

ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო და აბსურდული იყო.

“რიყის საქმეზე მტკიცებულებად იყო ჯოზეფ კეის მონაჭორი. კეი ფაქტებზე კი არ საუბრობდა რაღაცეები მოჩმახა ბოლოს ისე გაიჭედა, რომ თქვა ტელეიმედს მე კაზინოში მოგებული ფულით ვაფინანსებდიო. რიყის ტერიტორიის გამოსყიდვის საქმეზე მოწმეებმა როგორც დაცვის ასევე ბრალდების მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ამ ტერიტორიის გამოსყიდვა სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პროკურატურამ უდაო მტკიცებულებად სცნო ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იყო საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიის დასკვნა, რომელიც ამბობდა რომ რიყის ტერიტორიის გამოსყიდვის დროს მისი ფასი 17 დან 25 მილიონამდე მერყეობდა, მაშინ როცა თბილისის მერიამ ამაზე ნაკლები გადაიხადა,” – აცხადებს ბექა ბასილაია.

პროკურატურის განცხადებას ეხმაურება გიგი უგულავას კიდევ ერთი უფლებადამცველი. ის ამბობს, რომ დაცვის მხარე არ დაუშვებს აღნიშნულ საქმეზე გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

“რიყის საქმე თვითონვე პროკურატურის მიერ შეთხზული ერთგვარი ეპიზოდი იყო,. სადაც მათ ერთადერთი ოქროს მოწმე ჰყავდათ ჯოზეფ ქეი. რომლის შესახებაც
ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, თუ ვინ იყო ჯოზეფ ქეი. ამავე დროს ქეის მტკიცებულებები ურთიერთ გამომრიცხავი და წინააღმდეგობაში მოდიოდა და ის ვერაფერს ადასტურებვდა. ჩვენ ყველაფერს გავცაკეთებთ რომ არ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი,”- აცხადებს გიგი უგულავას ინტერესების დამცველი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა და მოწოდება ზეწოლაზე