დიმიტრი ქუმსიშვილი: დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ საკონსტიტუციო სარჩელს , რომელიც ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადეს.
“დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საკონსტიტიციო სასამართლოში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა. სარჩელს “ნაციონალური მოძრაობიდან” და “თავისუფალი დემოკრატებიდან” 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
საქმე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანას და ცალკე სააგენტოს შექმნას ეხება, რაც საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში
შემდეგი სტატია“რიყის ეპიზოდი იყო პროკურატურის მიერ შეთხზული” – უგულავას ადვოკატების პასუხი პროკურატურას