გიგა ბოკერია: უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა და მოწოდება ზეწოლაზე

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

“უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა და მოწოდება ზეწოლაზე”- ასე ეხმაურება უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

ბოკერია ამბობს, რომ პროცესები ქვეყნბის საფუძვლებს არყევს.

“პარლამენტის თავმჯდომარის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზება და მოწოდებაა ზეწოლისკენ. ან სრულ უცოდინრობას ან ცრუპენტელობას აქვს ადგილი. მოსამართლეები ეთადერთი ჯგუფია რომელთა სახლებთან აქციების გამართვა არ შეიძლება, ნივთების სროლა კი არსად არ შეიძლება. ივანისვილის სახლთან კი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააპატიმრეს, იქ იყო მთელი ქალაქის პოლიცია. სახელმწიფო აპარატი ემსახურება ივანიშვილს იმის მაგივრად რომ ხალხს ემსახურებოდეს. ვინც ივანიშვილს არ მოეწონება უქსევენ დაქირავებულ ჯგუფებს და მათ სახელმწიფო არ იცავს. ეს არა მარტო იმიჯის შელახვაა ეს არის ქვეყნის საფუძვლების მორყევა და ამას რათქმაუნდა საერთაშორისო საზოგადოება ხედავს,”- ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაში“რიყის ეპიზოდი იყო პროკურატურის მიერ შეთხზული” – უგულავას ადვოკატების პასუხი პროკურატურას
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძემ პროკურატურას მიმართა