რა შესთავაზა ანგელა მერკელმა პუტინს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე?

“The Wall Street Journal” წერს, რომ გერმანიის კანცლერმა პუტინს სამშვიდობო გეგმაზე დათანხმება შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინასთან მიმართებაში აშშ-ის გეგმებს აღარ შეეწინააღმდეგება.

გამოცემა წერს, რომ მოსკოვში მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ყოფნისას კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ოთხშაბათამდე, მათ მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე პოზიციის ჩამოყალიბება შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებაში ახალი სანქციები ამოქმედდება.

“ანგელა მერკელმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში გერმანია აშშ-ის გეგმებს, უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით არ შეეწინააღმდეგება. თუმცა როგორც ცნობილია, დღემდე კანცლერი ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის”, – წერს “The Wall Street Journal” დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მერკელის ულტიმატუმზე მეტყველებს ოთხშაბათს, მინსკში დაგეგმილი “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა, რომელზეც ვლადიმერ პუტინი გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს. “The Wall Street Journal”-ის ინფორმაციით, გეგმის უარყოფის შემთხვევაში მერკელი რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებით და იმ პირთა სიის გაფართოებით იმუქრება, ვისაც ანგარიშები საზღვარგარეთის ბანკებში აქვთ, ახალი სანქციების ამოქმედების შემდეგ კი გაეყინებათ.

banner
წინა სტატიაშიპეტრიწის ქუჩაზე დაჭრილი მოზარდები თანაკლასელები იყვნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2900 ცალი ტუალეტის ქაღალდის შესაძენად 15 660 ლარი?