პუტინის, მერკელის და ოლანდის სატელეფონო დიალოგი

ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო დიალოგში უკრაინელი ძალოვანების გამო შეშფოთება გამოთქვა, რომლებიც, მისი თქმით, დონბასის დაბომბვას განაგრძობენ – ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

გარდა ამისა, პუტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვრებთან ყოველდღიურად მზარდ სამხედრო ტექნიკაზე. მან კიევს, დონეცკსა და ლუგანკს შორის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ დონბასისთვის ბლოკადის მოხსნა მნიშვნელოვანია.

ელისეის პრეს-სამსახურმა თავის მხრივ დააზუსტა, რომ სამი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო დიალოგში “ნორმანდიული ოთხეულის” ახალი სამიტის შესახებ ილაპარაკეს, რომელიც “უახლოეს კვირას შეიძლება გაიმართოს”.

გერმანიის მთავრობის ცნობით, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს მინსკის ხელშეკრულების რეალიზების გაგრძელებაზე.

27 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ გამორიცხა მინსკი-3-ის არსებობა. მისი თქმით, უკვე არსებობს სამშვიდობო ხელშეკრულების კომპლექსი, რომლის შესრულება მნიშვნელოვანია. მან დაამატა, რომ უკრაინაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

banner
წინა სტატიაშიშენგენის ქვეყნები რუსეთში ცენტრებს დროებით დახურავენ
შემდეგი სტატიალევან გვაზავას სკანდალური წარსული გაუხსენეს – რატომ დაჭრა მამუკა ონაშვილი