ლევან გვაზავას სკანდალური წარსული გაუხსენეს – რატომ დაჭრა მამუკა ონაშვილი

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილია პოლიციის გენერალი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი „ფეისბუქზე“ ლევან გვაზავას წარსულს იხსენებს.

„ლევან გვაზავა!
2007 წელი იყო. მე გაზეთ “ვერსია”-ში ვმუშაობდი. მოხდა ასეთი ფაქტი, ერთ-ერთ რესტორანში ლევან გვაზავამ, თავის ახლადშერთულ ცოლს ნინო ორდენიძეს დაბადების დღე გადაუხადა. თამადა მამუკა ონაშვილი იყო.

გაურკვეველი მიზეზის გამო, მამუკა ონაშვილს მაშინ გვაზავამ, რომელიც ცნობილია, რომ პათოლოგიური სიმთვრალით ხასიათდება, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ონაშვილს და ფეხში დაჭრა. ეს ფაქტი მაშინ რესტორანში მომუშავე პერსონალმაც დაადასტურა, ონაშვილმა კი საავადმყოფოში ამოყო თავი. მომხდარზე, ცხადია კომენტარი ლევან გვაზავასაც ვთხოვე, მან კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ მუქარის ტონით შემომითვალა, – სტატია არ დაბეჭდო, თორემ საკადრის პასუხს გაგცემ, მოვდივარ შენთან შესახვედრადო!.

მეც შევუთვალე, კი ბატონო, მოდი გელოდებითქო. გვაზავას მაშინ, ეყო ჭკუა და რედაქციაში ჩემთან შესახვედრად არ მოვიდა, მე კი შევუთვალე, ბატონო ლევან, კარგად დაიმახსოვრეთ, “ტყვია ყოველთვის სხვისკენ არც ისვრის და არც ვარდებათქო”. ეს სიტყვები წუხელ ამ ტრაგედის გახმაურების შემდეგ, ერთმა ჩემმა კოლეგამ შემახსენა, რომელიც მაშინ ამ ამბების ეპიცენტრში იდგა და ყველა ფაქტი ახსოვს.

უბრალოდ, ეს ფაქტი იმიტომ გამახსენდა, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა  სამარცხვინოდ ლევან გვაზავას დასტირის და მის მიერვე მოკლულ, მისსავე დეიდაშვილს კი უბედურ შემთხვევის მსხვერპლად მოიხსენიებს. მე ვერავის ვერ განვსჯი და არც მაქვს ამის უფლება, მაგრამ, ეს პათოლოგი და ავადმყოფი ადამიანი, რომ ცოცხლად მოსიარულე მკვლელი იყო, ესეც ხომ ფაქტია?!. ცოდოა, რასაკვირველია, საკუთარი სისხლი და ხორცი მოკლა, თუ შემოაკვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი მოკვდა და ის შეეწირა, ერთ გათამამებულ, ცოდვით დამძიმებულ პოლიციის ყოფილ ჩინოვნიკს.

მე პირადად ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, ვთვლი და მიმაჩნია, რომ ლევან გვაზავასნაირმა, მისი სიმთვრალის ტიპის პათოლოგებმა, პოლიციაში არასდროს არ უნდა იმუშაონ! ტიპი ერთ ჭიქა სასმელს, რომ დალევდა, იარაღიდან მუდამ უპრაგუნოდ ისროდა, ახლობლებიც და მეგობრებიც ემალებოდნენ, ეს იცის მთელმა ქალაქმა. ეტყობა, ეს უბედური ვერ დაემალა, თავის პათოლოგ დეიდასშვილს.

ახლა არ დამიწყოთ, ვიღაც-ვიღაცებმა, ქლესებმა და ვაზელინწასმულმა ადამიანებმა, ლიპარტელიანი ტყუის და ლევან გვაზავას კარგი სიმთვრალე ჰქონდაო თორემ, დედა არა გყავთ იცოდეთ, თქვე მართლა გათახსირებულებო, კიდევ ამ ახვარი ადამიანის გადარჩენაზე რომ ფიქრობთ და ფეხებზე რომ გკიდიათ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ხმა ჩაიწყიტეთ ყველამ და თქვენს სიბინძურეებს მიხედეთ გირჩევნიათ, გვაზავა კი თავისაზე აგებს პასუხს.“

banner
წინა სტატიაშიპუტინის, მერკელის და ოლანდის სატელეფონო დიალოგი
შემდეგი სტატიამოსმენების სკანდალი – რებეკა ბრუკსი ისევ რედაქტორის პოზიციაზე