შენგენის ქვეყნები რუსეთში ცენტრებს დროებით დახურავენ

რუსეულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრაქტიკულად შენგენის ყველა ქვეყანა რუსეთში დრობით დახურავს სავიზო ცენტრებს და რუსებზე ვიზების გაცემას დროებით შეაჩერებს.

14 სექტემბრიდან შენგენის ქვეყნები საბუთების გაფორმების ახალ წესებს შემოიღებენ – ვიზის გაცემის პროცესში ყველა ქვეყანა თითების ანაბეჭდს მოითხოვს, რაც, როგორც ამბობენ, ტექნიკურად ცოტათი გაართულებს პროცედურებს.
ზუსტად ცენტრების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა იწვევს ვიზების გაცემის პროცედურის დროებით შეფერხებას.

ვიზების ასაღებად თითების ანაბეჭდის აღების რეგლამენტი დაწესდება საქართველოშიც, თუმცა ეს საკონსულოების მუშაობის შეფერხებას არ გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიბანკოკის პოლიციამ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა
შემდეგი სტატიაპუტინის, მერკელის და ოლანდის სატელეფონო დიალოგი