პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ.  უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული უკვე სახლშია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იგი მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა და დიასახლისს თავისი ხელფასი გადასცა.
პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრეზიდენტს აღნიშნული მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიმოხალისეებს ცხელ წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ
შემდეგი სტატიაპროკურატურა კაბელების საქმეზე დაკავებულების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს