მოხალისეებს ცხელ წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ

უსაფრთხოების მიზნით მოხალისეებს დღეიდან თბილისში მდებარე ცხელ წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. გადაწვეტილება ამის შესახებ დღეს საგანგებო შტაბში მისულმა თბილისის მერმა გაახმაურა.

დავით ნარმანიას განმარტებით, მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. რისკის ზონაში ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. დედაქალქის მერის თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული წესები და პირობები ყველამ უნდა დაიცვას.

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობაში აღმოჩენილი ცხოველის ნაკვალევი დიდი ძაღლის აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა