ოლიმპიური ცეცხლი ხობში და სენაკში

ოლიმპიური ცეცხლი ხობში და სენაკში

ოლიმპიური ცეცხლი ხობში და სენაკშიევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ოლიმპიური ცეცხლის საპორტო ქალაქში შესვლა ფოთელებმა დრამატული თატრის წინ იზეიმეს, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარმატებული ფოთელი სპორტსმენები სიგელებით დააჯილდოვა. ფოთის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ხობშია,რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნამა, ხობელმა სპორტცმენმა მანუჩარ ცხადაიმ აანთო. ოლიმპიური ცეცხლი დღესვე  სენაკში ჩაიტანენ. 6 ივლისამდე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის. რეგიონში ბოლო ადგილი სადაც ოლიმპიური ცეცხლი გაჩერდება სვანეთია, მესტიიდან კი ცეცხლი გეზს დედაქალაქისკენ აიღებს.

 

banner
წინა სტატიაშისომხეთში მომიტინგეებს ოპოზიციაც შეუერთდა
შემდეგი სტატიადალაი-ლამა გლასტონბერის როკ ფესტივალზე მივა