ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული

„მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა ვთხოვე ჩემს მრჩეველებს ასეთი ვარიანტი განიხილონ–ბარაკ ობამა

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებულიაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული.

ეს განცხადება მან სამხრეთ კაროლინის შტატში მომხდარი სროლის შემდეგ გააკეთა, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლიციამ მკვლელობა დააკვალიფიცირა როგორც რასობრივი სიძულვილი.
«მსროლელის მოტივი ჩვენ გვახსენებს იმას, რომ რასიზმი ისევ ავადმყოფობად რჩება და მას ღიად უნდა ვებრძოლოთ» – განაცხადა ობამამ სან-ფრანცისკოში გამოსვლისას.
«ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგანაც რასიზმი ისევ რჩება» – გთქვა ობამამ – ის ახალგაზრდებს გობენას უწამლავს, ჩვენს იდეალებს რყვნის და ჩვენს დემიკრატიას ნაწილებად შლის «– განაცხადა მან.

ბარაკ ომამამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ პატიება სთხოვა.

ობამამ იარაღის ტარების უფლების შესახებ ახალი დებატების აუცილებლობაზე ისაუბრა და კონგრესს მოუწოდა გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი.
«ჩვენ მხოლოდ თანაგრძნობა კი არ უნდა გამოვხატოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ» – განაცხადა პრეზიდენტმა.
კანონპროექტს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღების საშიში სახეობების თავისუფლად გაყიდვას კრძალავს, კონგრესმა მხარი არ დაუჭირა.
გუშინ სასამართლოს წინაშე 21 წლის ამერიკელი დილან რუფი წარსდგა, რომელმაც ეკლესიაში, ბიბლიის კურსებზე მყოფ ადამიანებს ესროლა და დახოცა.
«თქვენ მე ძალიან ძვირფასი წამართვით. მე მას ვერასდროს დაველაპარაკები, ვერასდროს მოვეხვევი. მაგრამ მე თქვენ გპატიობთ. ღმერთმა შეიწყალოს თქვენი სული» – განაცხადა ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრმა.
დანაჩენი დაღუპულების ოჯახის წევრებმაც დამნაშავეს დანაშაული აპატიეს.
ამასთანავე, სასამართლოზე მყოფნა ბრალდებულის მეგობარმა ბიბისისთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მეგობარი არა ეკლესიის, არამედ სამ მილში მყოფი უნივერსიტეტის დაცხრილვას აპირებდა, მაგრამ მან მეგობრის მუქარა არასერიოზულად მიიღო. «როგორ შეიძლემა მსგავსი რამის დაჯერება. რამდენი მეგობარი გყავთ ისეთი, რომელმაც ვინმე მოკლა?» – ამბობს დაკავებულის მეგობარი.

banner
წინა სტატიაშიWikileaks: ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მამის გარდაცვალების მოწმობა სთხოვა
შემდეგი სტატიაშვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა სტაბილურია