Wikileaks: ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მამის გარდაცვალების მოწმობა სთხოვა

Wikileaks: ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მამის გარდაცვალების მოწმობა სთხოვა

Wikileaks: ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მამის გარდაცვალების მოწმობა სთხოვაროგორც ვიკილიქსი წერს, «ალ-ქაიდას» დამაარსებლის უსამა ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მთავრობას მამის გარდაცვალების მოწმობის გაცემა სთხოვა.

წერილი აშშ-დან საუდის არაბეთში იმ 60 ათას საუდის არაბეთის ოფიციალურ დოკუმენტებს შორის აღმონდა, რომელიც Wikileaks-მა გამოაქვეყნა.

წერილში, რომელიც აშშ-ს კონსულთან აბდულ ბინ ლადენის მიერ არის არის გაგზანვნილი, ნათქვამია, რომ საუდის მთავრობა აღნიშნულ ცნობას ვერ იძლევა.
Wikileaks-ი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 500 ათასი ოფიციალური დოკუმენტის გასაჯაროვებას აპირებს.

Wikileaks-ის ეს დაპირება 2010 წლის მოვლენებს გავს, როცა ორგანიზაცია ცნობადი აშშ-ს შიდა დეპარტამენტების მიმოწერის გასაჯაროვებით გახდა.

აშშ-ს საუდიში კონსულის საპასუხო
წერილი 2011 წლის 9 სექტემბრით არის დათარიღებული. ბინ ლადენი აღნიშნულ თარიღამდე ოთხი თვით არდე იქნა მოკლული აშშ-ს სპეც ოპერაციისას პაკისტანში.

როგორც შემდგომი მიმოწერებიდან ირკვევა, აშშ-ს კონსულმა ბინ ლადენის გარდაცვალების ცნობა შვილს არაბულ ენაზე გაუგზავნა პატივისცემის ნიშნად.
«იმედს ვიტოვებ, ამერიკის მთავრობის ეს დოკუმენტი თქვენ და თქვენს ოჯახს გამოადგება» – დაწერა კონსულმა წერილის დასასრულს.
ჯერჯერობით გაუგებარია, რაში დასჭირდა ბინ ლადენის შვილს მამის გარდაცვალების მოწმობა ამერიკული მხარისგან.

Wikileaks-მა საიტზე ე.წ. «საუდური მიმოწერის» 60 ათასი დოკუმენტი უკვე გაასაჯაროვა დაპირებული 500 ათასიდან. გამოქვეყნებული დოკუმენტების უმეტესობა არაბულ ენაზეა.

ჯერჯერობით უცნობია როგორ ჩაუვარდა Wikileaks-ს აღნიშნული დოკუმენტები ხელში, თუმცა პრეს-რელიზში საუბარია 2015 წლის მაისში საუდის არბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე განხორციელებულ ე.წ. «იემენის კიბერ-შეტევაზე» .

დოკუმენტებში საუდელი დიპლომატები სავარაუდოდ ირანის ატომურ პროგრამასა და ეგვიპტის რევოლუციაზე საუბრობენ.

Wikileaks-ი ჯულიან ასსანჟეს მიერ არის დაარსებული და ახალი პუბლიკაციები საიტის სამი წლისთავს ეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიბელგიამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიც გაყინა
შემდეგი სტატიაობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული