შვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა სტაბილურია

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

შვილის მიერ დაჭრილი 46 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ქალბატონს სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

საკუთარი დედის დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანი დაკავებულია. გამოძიების ინფომრაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დედას ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. მომხდარის შემდეგ შვილმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება და მე-12 სართულიდან გადმოხტომა სცადა, თუმცა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული
შემდეგი სტატიამზიურში ტერიტორიის თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო