ხვალ 24 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აფრიკის ტურნეს ფარგლებში მშობლიურ კენიაში ჩავა, რათა მეწარმეობის გლობალურ სამიტზე მიიღოს მონაწილეობა…
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის სიუზან რეისის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა კენიაში ვიზიტის დროს კერძო ურთიერთობებისათვისაც გამონახავს დროს და საკუთარ ნათესავებს შეხვდება. ამას გარდა, დაგეგმილია ობამას ვიზიტი მეზობელ ეთიოპიაშიც. აღსანიშნავია, რომ ეს ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იქნება ისტორიულ სამშობლოში და მეოთხე ვიზიტი აფრიკის კონტინენტზე.
მიუხედავად იმისა, რომ კენიელ ხალხს ისტორიის მანძილზე, მსოფლიო ასპარეზზე ობამაზე მნიშვნელოვანი არავინ ყოლია, კენიაში მის ვიზიტს ყველა სიხარულით არ ხვდება… კენიის რესპუბლიკური თავისუფლების პარტია, თანამემამულე აშშ-ს პრეზიდენტს, LGBT პირების და ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერის გამო, პროტესტით დახვედრას ჰპირდება.
www.timer.ge