ობამას მშობლიურ კენიაში LGBT-ს მხარდაჭერის გამო პროტესტით დახვდებიან

კენიის რესპუბლიკური თავისუფლების პარტია ობამას პროტესტს უმზადებს
კენიის რესპუბლიკური თავისუფლების პარტია ობამას პროტესტს უმზადებს

ხვალ 24 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აფრიკის ტურნეს ფარგლებში მშობლიურ კენიაში ჩავა, რათა მეწარმეობის გლობალურ სამიტზე მიიღოს მონაწილეობა…

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის სიუზან რეისის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა კენიაში ვიზიტის დროს კერძო ურთიერთობებისათვისაც გამონახავს დროს და საკუთარ ნათესავებს შეხვდება. ამას გარდა,  დაგეგმილია ობამას ვიზიტი მეზობელ ეთიოპიაშიც. აღსანიშნავია, რომ ეს ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იქნება ისტორიულ სამშობლოში და მეოთხე ვიზიტი აფრიკის კონტინენტზე.

მიუხედავად იმისა, რომ კენიელ ხალხს ისტორიის მანძილზე, მსოფლიო ასპარეზზე ობამაზე მნიშვნელოვანი არავინ ყოლია,   კენიაში მის ვიზიტს ყველა სიხარულით არ ხვდება… კენიის რესპუბლიკური თავისუფლების პარტია, თანამემამულე აშშ-ს პრეზიდენტს,  LGBT პირების და ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერის  გამო, პროტესტით დახვედრას ჰპირდება.

www.timer.ge

კენია -ობამა ბებიასთან
კენია -ობამა ბებიასთან
კენია - ბარაკ ობამა ბებიასთან სახლში
კენია – ბარაკ ობამა ბებიასთან სახლში
banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის მოადგილე წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა
შემდეგი სტატიანაცემი სირიელი ბავშვი თურქეთის პრემიერმა მოიკითხა…