ნაცემი სირიელი ბავშვი თურქეთის პრემიერმა მოიკითხა…

SURIELI-2გუშინწინ თურქული მდეიით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, რომელიც თურქეთის ქალაქ იზმირში, კვების ერთ-ერთ ობიექტთან მომხდარ ძალადობას ასახავდა, რომლის დროსაც მცირეწლოვანი სირიელი ლტოლვილი სცემეს იმის გამო, რომ მან სასადილოს კლიენტს ქაღალდის ხელსახოცის ყიდვა სთხოვა… აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო ,,თაიმერშიც,, გავიდა…

,,ის ღია კაფეში მჯდომებს მიუახლოვდა, რომლებიც საჭმელს მიირთმევდნენ და თავის ენაზე ხელსახოცის ყიდვა სთხოვა… ამ დროს კაფეს შენობიდან მეპატრონე გამოვარდა და მას ცემა დაუწყო… მიწაზე დააგდო და წიხლებით სცემა… იქვე მყოფები ჩაერივნენ საქმეში… კაფეს მეპატრონე დააშოშმინეს… ბავშვს კი დახმარება შესთავაზეს… თუმცა ის ახლოს არავის გაეკერა… შეშინებული იცილებდა ყველას რადგან მათი ნათქვამის აზრი არ ესმოდა… ცხვირზე სიხლი მოსდიოდა და ტირილით გარბოდა,, ეს გახლავთ ნაწყვეტი გამოცემა ,,სი-ენ-ენ თურქის,, სტატიიდან, რომელშიც მოთხრობილია სირიელი ლტოლვილი ბავშვის მიმართ თურქეთის ქალაქ იზმირში განხორციელებული ძალადობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს სირიაში შიდა ომი დაიწყო, თურქეთი გახლდათ ის ქვეყანა, რომელსაც სირიიდან ყველაზე მეტი ლტოლვილის მიღება მოუწია და ყველაზე მეტად დააწვა ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები… თურქეთის, როგორც ლტოლვილთა ბანაკებში, ასევე ქალაქებსა და სოფლებში, ამჟამად მილიონობით სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებსაც მიუხედავად ამ ქვეყნის მიერ გამოჩენილი ყურადღებისა, არალეგალური, ნაკლებად ანაზღაურებადი მძიმე შრომის ფასად უწევთ თავის რჩენა… ლტოლვილთა შორის მრავლად არიან მათხოვრები და მათხოვრებს შორის ბავშვები…

თურქეთში და ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში, ქაღალდის ხელსახოცის გაყიდვა მათხოვრობის გავრცელებული ფორმაა… როდესაც ვიმე ქუჩაში ხელსახოცს ჰყიდის, ის მას რეალურ ფასთან შედარებით 2-3 ჯერ ძვირს აფასებს… მყიდველმა კი იცის, რომ ფასთაშორის სხვაობა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის დასახმარებლად გაწეული ხარჯია… დახმარების მსურველები ხშირად ისე უხდიან გაჭირვებულებს ხელსახოცის საფასურს, რომ თავად ხელსახოცს არც გამოართმევენ,,

copyright_aabadoluajansi_2015_20150722195554გუშინ 22 ივლის, აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ გამოეხმაურა… დავუთოღლუს დავალებით, პატარა სირიელი ლტოლვილი და მისი ოჯახი იზმირში მმართველი პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  ბულენტ დელიჯანმა მოინახულა… მან პრემიერის მოკითხვა და სათამაშოები გადასცა პატარა სირიელ ლტოლვილს… დელიჯანი პრემიერის სახელით ლტოლვილ ოჯახს ყოველგვარი პრობლემის მოგვარებას და მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას შეპირდა… ,,ჩვენ ეს ხალხი, როგორც ძმები შევიფარეთ რათა მათ ჩვენს შორის, ჩვენს სახლებში იცხოვრონ და ჩვენს ქუჩებში იარონ… მსგავს ძალადობას არავისგან არ შევეგუებით,, განაცხადა პრემიერის წარგზავნილმა ლტოლვილთა ოჯახში. 

banner
წინა სტატიაშიობამას მშობლიურ კენიაში LGBT-ს მხარდაჭერის გამო პროტესტით დახვდებიან
შემდეგი სტატია12 წლის ბავშვების სტრიპტიზი ღამის კლუბებში… სკანდალი რუსეთში (ფოტო-ვიდეო)