ნეპალში ბავშვი მსხვერპლად შეწირეს

ნეპალში ბავშვი მსხვერპლად შეწირეს

ნეპალის სოფელში ბავშვი მსხვერპლად შეწირეს – ამის შესახებ Reuters წერს.
ათი წლის ჯივან კოხარას სხეული სოფელ კუდიიას მინდვრებში იპოვეს. გვამის დათვალიერებისიას პოლიციამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ გვამს თავი თითქმის მოკვეთილი ქონდა.

nepali

გამოძიებამ აჩვენა, რომ მკვლელობა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა კოდაი ხარიჯანმა შეუკვეთა. რამდენიმე დღის წინ, საკუთარი ავადმყოფი შვილის განსაკურნებლად მან სოფლის მკითხავს მიმართა, რომელმაც მას შვილის ჯანმრთელობისთვის ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ურჩია. ხარიჯანმა ბავშვი, რომელიც იქვე ბურთს თამაშობდა, სოფლის ეკლასიის ეზოში შეიტყუა, სადაც მკითხავმა რიტუალი ჩაატარა, რომელიც ბავშვის თავის მოკვეთით დასრულდა.
ინდოეთში დღემდე პრაქტიკაშია კანიბალური რიტუალები.
მკვლელობის დამკვეთიც და მსხვერპლიც ერთსადაიმავე ხელშეუხებელთა კასტას წარმოადგენდნენ. პოლიციამ მკითხავის ჩათვლით 11 ადამიანი დააპატიმრა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ავადმყოფი ბავშვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიSamsung-მა სმარტფონებისთვის მონიტორში უსადენო დამტენი ჩაამონტაჟა
შემდეგი სტატია“სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა” – კახი კალაძე ფეხბურთის ფედერაციაზე