Samsung-მა სმარტფონებისთვის მონიტორში უსადენო დამტენი ჩაამონტაჟა

კომპანია Samsung-მა ახალი მონიტორი SE370 წარმოადგინა, რომელიც სმარტფონებს და სხვა მოწყობილობებს, რომელიც სტანდარტ Qi Wireless-სს შეესაბამება, უსადენოდ დატენის. ოფიციალური აღწერით პრეს-რელიზი კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე გამოჩნდა.
მოდელი 23,6 და 27 დიუმიანი ეკრანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეკრანის გაფართოება 1920 – 1080-ზე უნდა იყოს, კუთხე კი 178 გრადუსი. სატენ მოწყობილობას მონიტორის სადგამზე დამონტაჟდება. საკმარისი იქნება მას თანამედროვე გაჯეტი შეეხოს, რომ დატენვის პროცესი დაიწყება.
რელიზის დრო ჯერჯერობით უცნობია.
Qi სტანდარტი ელექტროენერგიის 4 სანტიმეტრით გადატანას გულისხმობს. ის კომპანიის იმ ჯგუფმა შეიმუშავა, რომელიც უსადენო გადაცემებზე მუშაობს. კონსორციუმი დააარსეს Logitech-მა, Sanyo-მ და Philips-მა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიანეპალში ბავშვი მსხვერპლად შეწირეს