“სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა” – კახი კალაძე ფეხბურთის ფედერაციაზე

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განცხადებაში კახი კალაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს საფეხბურთო საქმიანობაში, კონკრეტულად კი ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვიცეპრემიერის განცხადებით, სახელმწიფო ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. მინისტრს მიაჩნია, რომ თანხმები არამიზნობრივად იხარჯება.

“სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა, სახელმწიფო ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთი. დღეს, ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით. უნდა იყოს ჩართული არამარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს და ყოველ წელს იქნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით, პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძლიან მძიმე და უნდა შევცვლოთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინეპალში ბავშვი მსხვერპლად შეწირეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკოს კომენტარი ნინო შუბლაძის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით