ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი დაახლოებით შემოდგომაზე გაიხსნება

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი დაახლოებით შემოდგომაზე გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან განცხადებებს, რომ ეს ცენტრი შესაძლოა მათთვის საფრთხის შემცველია, ღირსიაშვილის განცხადებით, ცენტრის გახსნა არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა.
“მედიაში და ექსპერტების მხრიდანაც არის მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ვინმესთვის, ამასთან დაკავშირებით განვაცხადებ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი”, – განაცხადა ღირსიაშვილმა.
ეს განცხადებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატო-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიისლამისტებმა უკრაინელი ექიმები გაიტაცეს
შემდეგი სტატიაევგენი პრიმაკოვი: რუსეთმა ყირიმი და დონბასი უკრაინის ტერიტორიად უნდა აღიაროს