“მთავრობასა და პრეზიდენტს შორის იწილო-ბიწილო არასერიოზულია,” – დემურ გიორხელიძე

“მთავრობასა და პრეზიდენტის სახელისუფლებო შტოებს შორის იწილო-ბიწილო ძალიან არასერიოზულია,” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ პრემიერის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებულ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ რეზიდენციის ცვლილება პრობლემა არ იქნებოდა, თუ ამაზე შეთანხმებულად იმუშავებდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიაც გამოხემაურა. მისი თქმით, ეს კონსტიტუციის ჩარჩოებს ცდება და ურთიერთობის პოლიტიკური ნაწილია.

“როდესაც პრემიერმინისტრი პრეზიდენტს სთხოვს გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს, ეს შეიძლება ჩავთვალოთ იმ მესიჯების პასუხად, რაც პრეზიდენტმა განახორციელა კონსტიტუციის დარიგებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისთვის,” – განაცხადა კოტე ჩოკრაიამ.

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საკითხი შესაძლოა კვლავ პოლიტიკური უთანხმოების საგნად იქცეს. ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ პრეზიდენტს მიმართავს და მისი მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაში„სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-7 დაწესებულება უნდა გაუქმდეს“
შემდეგი სტატია7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდა