7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდა

7 ნომებრის საქმეზე თბილისის ყოფილი მერის ადვოკატების მოთხოვნა, შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგი უგულავას მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა და 7 ნოემბრის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე 4 ეპიზოდს აერთიანებს. ის ძირითადად ბადრი პატაკრაციშვილის ქონებას ეხება, ეს არის ტელეკომპანია “იმედი”, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. მეოთხე ეპიზოდი კი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებია.

ამ საქმეზე გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად ბრალი დაუმძიმდათ.

banner
წინა სტატიაში“მთავრობასა და პრეზიდენტს შორის იწილო-ბიწილო არასერიოზულია,” – დემურ გიორხელიძე
შემდეგი სტატიაზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის ვერსიებზე ექსპერტები საუბრობენ