მესტიაში სათხილამურო საბაგირო აღდგენილია

მესტიაში სათხილამურო საბაგირო აღდგენილია. რამდენიმე დღიანი შეფერხების შემდეგ საბაგირო ხაზი ორშაბათს ამოქმედდა და ამ დროისათვის სრული დატვირთვით მუშაობს. სამთო-სათხილამურო კურორტზე საბაგირო ხაზი დილის 10 საათიდან საღამოს 5:30 საათამდე ფუნქციონირებს. ამ დროისათვის სვანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი იმყოფება.

დიდთოვლობის მიუხედავად ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის და ტურისტებს უშგულის მონახულების საშუალებაც შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაში“საქართველო C- ჰეპატიტის გარეშე” -ახალი პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსგან
შემდეგი სტატია“სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი” – გია ვოლსკი