“საქართველო C- ჰეპატიტის გარეშე” -ახალი პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსგან

ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი C ჰეპატითან ბრძოლის წლად გამოაცხადა. “საქართველო C- ჰეპატიტის გარეშე” – ასე ჰქვია პროგრამას რომელიც უწყებამ დღეიდან აამოქმედა.

პროექტის მიხედვით, თავდაპირველად ერთი თვის განმავლობაში საზოგადოების ინფორმირება მოხდება. როგორც მთავრობის წევრებს, ისე მოქალაქეებს პრობლემის გადასაჭრელად საკუთარი ხედვები შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოხატონ.

მინისტრის თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბურია და ის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

„ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი. ეს პროექტი თავისი მასშტაბით არის იმ მოცულობის, რომ განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა რომ არა მთლიანად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. ამ პროექტს კურირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც მე უშუალოდ მაქვს კომუნიკაცია,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე დავით სერგეენკომ.

ახალი საინფორმაციო კამპანიის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა “რუსთავი2”-ის ეთერშიც ისაუბრა. გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაავადების პრევენციისკენ მიმართულ კამპანიას და სლოგანად “შეაჩერე C” აირჩიეს. “Stop C” გადაცემის წამყვანებთან ერთად მინისტრმაც დაიწერა ხელის გულზე.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, C ჰეპატიტით ქვეყანაში 200 000-მდე ადამიანია დაავადებული.

banner
წინა სტატიაშიჯვარის სასწრაფო–სამედიცინო დახმარებას ახალი ავტომანქანა შეემატა
შემდეგი სტატიამესტიაში სათხილამურო საბაგირო აღდგენილია