ლატვიური პრესის ცნობით, გუშინ 3 მაისს, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საჰაერო და საზღვაო საზღვართან რუსული ხომალდები დააფიქსირა…
საუბარია Ropucha-ს ტიპის სადესანტო საზღვაო, Parchim-ს ტიპის ნავსაწინააღმდეგო და Kilo-ს ტიპის წყალქვეშა საზღვაო ხომალდებზე, რომლებიც ლატვიის საზღვაო ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ლატვიის ოფიციალური საზღვაო საზღვრიდან 5 მილის მოშორებით შემოვიდნენ…
დაფიქსირებულია აგრეთვე АН-22-ის ტიპის-სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენა ბალტიის ზღვის თავზე, ლატვიის ოფიციალური საზღვრის გასწვრივ განახორციელა.