ლატვიამ თავის საზღვართან რუსული ხომალდები დააფიქსირა

ლატვიური პრესის ცნობით, გუშინ 3 მაისს, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საჰაერო და საზღვაო საზღვართან რუსული ხომალდები დააფიქსირა…

საუბარია Ropucha-ს ტიპის სადესანტო საზღვაო, Parchim-ს ტიპის ნავსაწინააღმდეგო და Kilo-ს ტიპის წყალქვეშა საზღვაო ხომალდებზე, რომლებიც ლატვიის საზღვაო ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ლატვიის ოფიციალური საზღვაო საზღვრიდან 5 მილის მოშორებით შემოვიდნენ…

დაფიქსირებულია აგრეთვე АН-22-ის ტიპის-სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენა ბალტიის ზღვის თავზე, ლატვიის ოფიციალური საზღვრის გასწვრივ განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა
შემდეგი სტატიაგარემოს და ბუნებრივი დაცვის ახალი მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამინისტროში იმყოფება