ლანჩხუთსა და ზუგდიდში მასპინძლებმა გაიმარჯვეს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე ორი მატჩით განახლდა. ორივეში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.

ლანჩხთუთში ადგილობრივმა „გურიამ“ „ზესტაფონს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა „ზუგდიდისა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება. ზუგდიდელებმა ამ გამარჯვებით ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

კვირას, მე-16 ტურის დარჩენილი ექვსი შეხვედრა გაიმართება:
სამტრედია-დინამო
ცხინვალი-დილა
ბათუმი-მეტალურგი
ტორპედო-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-მერანი
ჩიხურა-სიონი

banner
წინა სტატიაში“გატარდება ღონისძიებები, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გასატარებელი იქნება”
შემდეგი სტატიაავტო–საგზაო შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი დედა ემსხვერპლა