საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე ორი მატჩით განახლდა. ორივეში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.
ლანჩხთუთში ადგილობრივმა „გურიამ“ „ზესტაფონს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა „ზუგდიდისა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება. ზუგდიდელებმა ამ გამარჯვებით ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.
კვირას, მე-16 ტურის დარჩენილი ექვსი შეხვედრა გაიმართება:
სამტრედია-დინამო
ცხინვალი-დილა
ბათუმი-მეტალურგი
ტორპედო-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-მერანი
ჩიხურა-სიონი