“გატარდება ღონისძიებები, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გასატარებელი იქნება”

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით პროცესი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონში და საქართველოში მიმდინარეობს, კონტროლს ექვემდებარება.

როგორც დანელიამ ლარის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა ეკონომიკური გუნდის მონაწილეობით შეხვედრები ინტენსიურად ხდება, სადაც არსებული მდგომარეობის, მათ შორის ზოგადად ბაზრის მიმოხილვა და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა ხდება.

“შესაბამისად ეს არის პროცესი, რომელიც კონტროლს ექვემდებარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩასარევი იქნება იქნება ეროვნული ბანკი ამას გააკეთებს. თუ რაღაც სხვა ზომები იქნება მისაღები, ხელისუფლება ამას გააკეთებს. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ამიტომ ის ღონისძიებები, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გასატარებელი იქნება, აუცილებლად გატარდება”, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის შეუსაბამო კურსები
შემდეგი სტატიალანჩხუთსა და ზუგდიდში მასპინძლებმა გაიმარჯვეს