კიევში მოკლული ჟურნალისტი ოლეს ბუზინა დაასაფლავეს

დღეს კიევში 16 აპრილს მოკლული გაზეთ „”Сегодня-ს“ რედაქტორის ოლეს ბუზნას დასაფლავების ცერემონიალი გაიმართა.
როგორც სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს, ადგილობრივი დროით 12. 00 საათზე კიევის-პეჩერის ეკლესიაში სპეციალური პარაკლისი გაიმართა.
დაღუპულთან გამოსამშვიდობებლად ასობით ადამიანი მივიდა. მათ შორის ნათესავები და კოლეგები.
ოლეს ბუზინა ბარკოცას სასაფლაოზე დაასაფლავეს.
ეკლესიაში გადმოსვენებამდე მას საკუთარ სახლთან დაემშვიდობნენ. მისი მოკვლის ადგილზე კი დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
„ინტერფაქსის“ ცნობით, ცერემონიის დამსწრეები სკანდირებდნენ „ფაშიზმი არ გაუვათ“, მათ ასევე ქონდათ სხვა ლოზუნგები და სიტყვიერი აგრესია გამოხატეს მედიის წარმომადგენლების მიმართ.
მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან ადამიანებს ყვავილები მოჰქონდათ.
ოლეს ბუზინა 16 აპრილს საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.
მილიცია მოკვლის ძირითად მიზეზად მის პროფესიულ საქმიანობას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაახმედ ზაკაევი: „ვინც პანკისიდან სირიაში წავიდა, ყველა არ მოკვდება, დაბრუნდებიან და პრობლემებს შეუქმნიან ქვეყანას“