ირაკლი ალასანია გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

alasania

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. “ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ მიწევს სამძიმრის გამოთქმა უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო. გიორგი ჯანელიძე დაიღუპა გმირულად, მაშინ, როცა ის დაჭრილი თანამებრძოლის გადარჩენას ცდილობდა. “თავისუფალი დემოკრატების” სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამ დანაკარგის გამო და ვუსამძიმრებ გიორგი ჯანელიძის ოჯახს და სრულიად საქართველოს”, – წერს ალასანია.
ბატალიონ “აზოვის” წევრი გიორგი ჯანელიძე გუშინ სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ ქრისტიანების დახოცვის ვიდეო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაკიევში მოკლული ჟურნალისტი ოლეს ბუზინა დაასაფლავეს